02:44 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 13:28:48, 1708 ნახვა

საზოგადოება
„საზმაუ ჩვენია, თავისუფლება მედიას“ - საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მაყურებლების და პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინაროებს.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები პირველ არხზე გადაცემების დახურვას აპროტესტებენ.

მათ აქციაზე ტრანსპარანტები აქვთ გამოტანილი: "ნამეტანი ხომ არ მოგდით", "საზმაუ ჩვენია", "თავისუფლება მედიას", "არ დაგითმობთ საზოგადოებრივ მაუწყებელს".

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა ჟურნალისტმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა მესხმა ჟურნალისტებს განუცხადა, "მენეჯმენტის უდიერი ქმედებები კვლავ გრძელდება".

"ეს იყო შეფარული პროექტი. რაც თავიდან დაანონსეს, იმას მაინც აკეთებენ მაუწყებელში. რეალურად ეს პრობლემა არსებობს არა მხოლოდ ორ გადაცემებზე, არამედ ყველა გადაცემაზე აბსოლუტურად. მთავარი კითხვა არის - ხომ არ დგას საფრთხის ქვეშ თვითონ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ეს ევროპული ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანაში არის სიტყვის თავისუფლების ერთ-ერთი გარანტი. შესაბამისად საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებლები გამოვხატავთ პროტესტს და ველით, კონკრეტულ შეკითხვებზე კონკრეტულ პასუხებს ამ მენეჯმენტისგან", - განაცხადა ლაშა მესხმა.

ამასთან, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე, "რესპუბლიკური პარტიიდან" თამარ კორძაია და "ახალი საქართველოს" წევრი გიორგი ვაშაძე შეუერთდნენ. პარტიის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics