20:56 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 12:03:03, 1823 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილი: ველოდებით, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასება უკიდურესად პოზიტიური იქნება

„ველოდებით, რომ კომისიის საბოლოო შეფასება იქნება უკიდურესად პოზიტიური“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საბოლოო ვერსიაში ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა აისახება.

„ჩვენ უკვე ვიცით ვენეციის კომისიის პირველადი მოსაზრებები, შესაბამისად, ის პოზიტივებიც და შენიშვნებიც, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით აქვს.  როგორც არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, ყველა მნიშვნელოვან შენიშვნას და, ზოგადად, ყველა შენიშვნას, რაც გამოითქვა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საბოლოო ვერსიაში ავსახავთ. სესიაზე ვენეციის კომისიას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას ყველა გამოთქმულ შენიშვნასთან დაკავშირებით, გავაცნობთ ჩვენს მოსაზრებას, როგორ აისახება ეს შენიშვნები საბოლოო პროექტში. შესაბამისად, ველოდებით, რომ კომისიის საბოლოო შეფასება იქნება უკიდურესად პოზიტიური“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, მმართველი გუნდი სრულად ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით.

„ვენეციის კომისიამ აღნიშნული რეკომენდაციის სამი შესაძლო ვერსია შემოგვთავაზა. ერთ-ერთი ვერსია გულისხმობდა გაუნაწილებელი მანდატებისთვის ანუ ე.წ. ბონუსისთვის ზედა ზღვარის და, ზოგადად, ზღვარის დაწესებას. ჩვენ იმაზე შორს მივდივართ, ვიდრე რეკომენდაცია ითვალისწინებდა: ვაწესებთ როგორც ზედა ზღვარს, ასევე შედარებით ზღვარს და ქვედა ზღვარს. შესაბამისად, მინიმუმამდე ვამცირებთ ბონუსის მოცულობას, ანუ იმ ადგილების რაოდენობას, რომელსაც მიიღებს პირველ ადგილზე გასული პარტია“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ვენეციაში იმყოფებიან, სადაც ვენეციის კომისიის 111-ე სესიას დაესწრებიან. 16 ივნისს ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე იმსჯელებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics