|
2017-06-16 11:41:22, 1830 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილის პოლიტიკურ გუნდში ვახტანგ ხმალაძე, ალუდა გოგლიჩიძე და თენგიზ შერგელაშვილი იქნებიან
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ გუნდში, სხვებთან ერთად, თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, მოჭადრაკე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ნინო გურიელი და რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე იქნებიან. დავით უსუფაშვილი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა ერთი ნაწილი „შენების მოძრაობის“ სადამფუძნებლო პრინციპების პრეზენტაციას დღეს გამართავს. „შენების მოძრაობა“ თანამონაწილეობაზე დაფუძნებული ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც როგორც მოძრაობაში აცხადებენ, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, თავიანთ სფეროში წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და დამკვიდრებას. „შენების მოძრაობის“ საბოლო ფორმირება და პარტიად დაფუძნების პროცესი 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. „შენების მოძრაობა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილებას. ამასთან მოძრაობა მონაწილეობას გეგმავს შემოდგომაზე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და ივლისის დასაწყისში საზოგადოებას საკუთარ კანდიდატებს წარუდგენს. უსუფაშვილის პოლიტიკურ გუნდში ასევე იქნებიან: აბაშიძე ლევანი - ფიზიკოსი, თეოლოგი, რელიგიის საკითხთა ექსპერტი; გელაშვილი გელა - საერთაშორისო სამართლის მაგისტრი; დანელიშვილი გოგა - ეკონომიკის და სახელმწიფო მართვის მაგისტრი, ბიზნესმენი; ეპიტაშვილი გიორგი - იურისტი, ბიზნესმენი; ზარანდია ტარიელი - ეკონომისტი, ბიზნესმენი; თაქთაქიშვილი გიორგი - ისტორიკოსი, საჯარო მმართველობის მაგისტრი; თოხაძე მანუჩარი - ეკონომისტი, საჯარო მოხელე; კვანტალიანი ეკატერინე - სტუდენტი; ლანდია ნათია - ექიმი, ჯანდაცვის სისტემების მენეჯერი; მურვანიძე თეიმურაზი - სახელმწიფო მმართველობის სპეციალისტი; მჭედლიძე გურამი - ეკონომისტი; საყვარელიძე ფრიდონი - მედიკოსი, დოქტორი, პუბლიცისტი; სიმონიშვილი სოსო - ჟურნალისტი, ეკონომისტი, დიზაინერი; ქობალია ნათია - ეკონომისტი, პოლიტოლოგი; შავიშვილი რეზო - ფიზიკოსი, პოლიტიკოსი; შარტავა კახა - კიბერნეტიკა, საერთაშორისო ურთირთობები, პოლიტოლოგია; ჩხუტიშვილი ილია - ლობისტი, ბიზნეს-კონსულტანტი; ხეჩინაშვილი გია - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ჯაბიძე გოჩა - ეკონომისტი.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)