20:56 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 20:34:38, 2032 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: მუხტარლის საქმის გამოძიებას წინ ვერფერი დაუდგება, მთავარია, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა შედგეს

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ის ნაწილი, რომელიც აფგან მუხტარლის საქმეზე გამოძიებას ეხება, საქართველოს მთავრობის პოზიციას ემთხვევა. 

წულუკიანის თქმით, საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც როგორც პრემიერ-მინისტრმა, ასევე მთავრობის ყველა წარმომადგენელმა დააფიქსირა, არის ის, რომ გამოძიება მიმდინარეობს სწრაფი ტემპით და ამ საქმეზე უკვე დაკითხულია რამდენიმე ასეული მოწმე. 

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიმართა აზერბაიჯანის შესაბამის ორგანოებს, რომ აფგან მუხთარლი დაიკითხოს.

"გამოძიებას წინ ვერაფერი დაუდგება, ის ჩატარდება, მთავარია, თანამშრომლობა შედგეს ორ ქვეყანას შორის რათა გამოძიება ჩაითვალოს ეფექტურად", - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics