20:55 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 18:09:49, 1963 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა სერ გარი ჯონსონთან კონსტიტუციაში თავდაცვისა დაუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს კრიზისების საკითხებში  სერ გარი ჯონსონს შეხვდა და  მასთან  კონსტიტუციაში თავდაცვისა დაუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტისა და სერ გარი ჯონსონის შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედავით რაქვიაშვილი ესწრებოდა.

შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე მოვლენები, არსებული უსაფრთხოების გარემო დასაკონსტიტუციიო პროექტის მიხედვით  სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებიგანიხილეს. საუბარი შეეხო თბილისის სტრატეგიული დისკუსიების ფარგლებში მიღებულკომუნიკეს, რომელიც სერ გარი ჯონსონმა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კომუნიკეში დასმული საკითხები არსებითად სწორია და საკონსტიტუციო პროექტი ამ საკითხებს არ ითვალისწინებს.

მისი განცხადებით, კომუნიკეში დასმული თემები უნდა იყოს გათვალისწინებული, როდესაცსაქართველო  ამ საკითხში წინსვლისთვის მუშაობს.

დავით რაქვიაშვილის განცხადებით, სერ გარი ჯონსონი მრავალი წლის განმავლობაში ეხმარებასაქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაში და დახვეწაში.

,,პრეზიდენტთან შეხვედრაზე გამოიკვეთა ის აზრი, რომ საქართველოსნაირი ქვეყნისთვისსასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას უსაფრთხოების გარემო, არსებულიგამოწვევები და მიზნები, მათ შორის, ნატო-ში ინტეგრაცია.

დეტალურად განვიხილეთ კომუნიკე, რომელიც უსაფრთხოების ექსპერტის მონაწილეობით ორიივნისის თბილისის სტრატეგიული დისკუსის მიერაა მიღებული",- განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ქართული ეროვნული უსაფრთხოების სისტემისჩამოსაყალიბებლად საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობის უზრუნველყოფას და ამმიმართულებით შესაძლო თანამშრომლობას, ვინაიდან დავით რაქვიაშვილის განცხადებით,საკონსტიტუციო ცვლილებებში საერთაშორისო ექსპერტული მოსაზრებები გადამწყვეტი იქნება.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics