02:09 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 17:48:50, 1504 ნახვა

საზოგადოება
ურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში“ ცვლილებები განიხილეს

 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“კანონპროექტი განიხილეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. საკითხი, პირველი მოსმენით, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ წარმოადგინა, რომელმაც კომიტეტის წევრებს როგორც ტექნიკური ხასიათის, ასევე შინაარსობრივი ცვლილებები გააცნო. მომხსენებელმა ტექნიკური ცვლილებების გაცნობისას აღნიშნა, რომ შესწორებები 2015 წელს მიღებული კანონის ვალდებულებებისგან არის განპირობებული და სათაურების და ტერმინების დაზუსტებას შეეხება.

რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, ეკატერინე ქარდავამ ამ მიმართულებით ის პრინციპები წარმოადგინა, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს საქმიანობას, მოხელეთა კლასიფიცირებას და სერტიფიცირებას, ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნის პირობებს, მოხელეთა შეფასებას, შვებულების გამოყენებას და მათი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს შეეხებოდა. ეკატერინე ქარდავამ კანონპროექტით შემოთავაზებულ ახალ მუხლებზე ისაუბრა და განსაკუთრებულად კანონის 126¹ მუხლი გამოყო, რომელიც საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელების გარდამავალ პერიოდს - 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე დროის მონაკვეთს მოიცავს. მან დეტალურად ისაუბრა აღნიშნული პერიოდის განმავლობაში იმ ფუნქცია-მოვალეობებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც როგორც საჯარო უწყებების ხელმძღვანელ პირებზე, ასევე იქ დასაქმებულ მოხელეებზე გავრცელდება.
საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე მოსაზრებები და წინადადებები გამოითქვა. აღინიშნა, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, კომიტეტი დოკუმენტის მუხლობრივ ნაწილს დეტალურად გააანალიზებს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, საჯარო სამსახურში მნიშვნელოვანი რეფორმა იწყება და მის საფუძვლიანად შესრულებას გარკვეული მომზადება სჭირდება, შესაბამისად, რეფორმის პროცესში, ეტაპობრივად, შესაძლოა მთელი რიგი ცვლილებების დამატებაც გახდეს საჭირო. მისივე განცხადებით, კომიტეტი საჯარო სამსახურის ბიუროსთან მუდმივ კომუნიკაციაში იქნება, რათა კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებების სწორად გადმოტანა და ასახვა განხორციელდეს.
კენჭისყრის შედეგად, კომიტეტმა კანონპროექტის პრინციპებს მხარი დაუჭირა. კომიტეტმა ასევე მოიწონა საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს შეეხებოდა.

სხდომაზე პირველ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გამოითქვა, რაც კომიტეტის დასკვნაში აისახა კიდეც, რომლის მიხედვითაც, „ადვოკატთა შესახებ“ საკანონმდებლო წინადადება, გარკვეული მუხლების ამოღების და დათქმის გათვალისწინებით, იქნა მხარდაჭერილი.
საკითხთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ ეკა ბესელიამ კომიტეტის წევრებს ადვოკატთა ასოციაციის თხოვნა გააცნო, რომელიც პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომიტეტის ფარგლებში სადისკუსიო ფორუმის შექმნას ითვალისწინებდა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დაინტერესებულ უწყებებს დაეგზავნებათ წერილობითი მოთხოვნა, რათა მათ გამოყონ შესაბამისი პირი, რომელიც კომიტეტის სამუშაო ჯგუფში იქნება წარმოდგენილი და აქტიურად ჩაერთვება ყველა იმ საკითხის განხილვას, რომლებიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში განიხილება. კომიტეტის წევრები მიესალმნენ სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებას და მასში მუშაობის მზადყოფნა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics