20:55 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 16:44:05, 1968 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა უცხოელთა საკუთრებაში მიწების გადაცემაზე მორატორიუმს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტი წარმოადგენს ორმოცი დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივას და მიზანია, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტის ძალაში შესვლამდე, მოქმედი კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედების შეჩერება, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადასვლის საკითხს ითვალისწინებს.

კონსტიტუციას დაემატება ნორმა, რომელიც მიწას ანიჭებს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სტატუსს და მოითხოვს მასზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics