19:13 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 13:47:45, 1985 ნახვა

ეკონომიკა
ჩინეთმა საქართველოს საბაჟოს თანამედროვე საბაჟო აპარატურა გადმოსცა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ ხელი მოაწერეს მიღება-ჩაბარების შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ჩინეთის მთავრობამ საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა ახალი კომბინირებული კონტეინერის/სატრანსპორტო საშუალების მობილური შემოწმების სისტემა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტთან „ყაზბეგი“ მოქმედი სატრანსპორტო საინსპექციო სისტემის მდინარე თერგის ადიდების შედეგად მწყობრიდან გამოსვლის გამო, დაუყოვნებლივ საჭირო გახდა ტექნიკის ახლით შეცვლა. 2015 წელს ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობას გამოუყო უსასყიდლო დახმარება 26 მილიონი ჩინური იუანის (დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით ახალი კომბინირებული კონტეინერის/სატრანსპორტო საშუალების მობილური შემოწმების სისტემის შესაძენად. ჩინეთის დახმარებით შეძენილი ტექნიკის დამონტაჟება საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ 2017 წლის მაისში დასრულდა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში 2005 წლიდან დღემდე გრანტების სახით უკვე გამოყოფილია დაახლოებით 356 მლნ იუანი (დაახლოებით 54 მლნ აშშ დოლარი) და 30 მლნ იუანის  (შეთანხმების ხელმოწერისთვის დაახლოებით 5.2 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის 20 წლიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი 10 წლიანი შეღავათიანი პერიოდით. აღნიშნული გრანტებით/უპროცენტო სასაქონლო კრედიტით ფინანსდება საქართველოსთვის პრიორიტეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები, რომელთა შერჩევა ხორციელდება მხარეებს შორის კონსულტაციების საფუძველზე.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics