10:00 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 22:30:21, 1097 ნახვა

სპეციალური ანონსი
14 ივნისის ანონსი

11:00 საათზე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცხეთის „წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას" სახელობის სამედიცინო ცენტრს ეწვევა და ახლადგახსნილ კლინიკას დაათვალიერებს.  100–საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკა,სახელმწიფოს ხელშეწყობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისფარგლებში გაიხსნა. ახალი სამედიცინო დაწესებულება გათვლილია,როგორც მცხეთა მთიანეთის რეგიონის სამხარეო საავადმყოფო. სამედიცინო ცენტრი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვისპროგრამაში.

11:00 საათზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს  იუსტიციის მინისტრი შშმ პირების საჭიროებებზე ყველაზე უკეთ მორგებულ საჯარო უწყებას − იუსტიციის სახლს ეწვევა. თეა წულუკიანიუსინათლო პირებისათვის სპეციალურად მოწყობილ გარემოს დაათვალიერებს.  სადემონსტრაციო სივრცეში ყველა იმ სერვისის პრეზენტაცია გაიმართება რომელიც სპეციალურად შშმ პირებისათვის შეიქმნა. მისამართი: სანაპიროს ქ. #2,იუსტიციის სახლი

11:40 საათზე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მცხეთის კულტურის ცენტრის საზეიმო გახსნის ცერემონიაში.  ახალ კულტურის სახლს გააჩნია თანამედროვესტანდარტების 450 კაციანი საკონცერტო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია პროფესიული სტანდარტების, უმაღლესი კლასის თანამედროვე სისტემებით.

13:00 საათზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება აუდიტორია 115-ის საგანგებო პრესკონფერენცია.
პრესკონფერენციაზე საუბარი იქნება ხელისუფლების მხრიდან ცენზურის დაწესების და შანტაჟის მცდელობის ფაქტებზე აუდიტორია 115-ის მიმართ. ასევე გაგაცნობთ აუდიტორია 115-ის სამოქმედო სტრატეგიას.

15:00 საათზე, ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალ - Job Fest-
ისთვის მზადებასთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და 
სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე სპეციალურ 
პრესკონფერენციას გამართავს. 
მის: აკ. წერეთლის გამზ. #144, თბილისი (შრომის, ჯანმრთელობისა და 
სოციალური დაცვის სამინისტრო)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics