2017-06-13 22:02:19, 1918 ნახვა
საზოგადოება
ავარია მეტრო ახმეტელთან - დაშავდა ორი ადამიანი
მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო სატვირთო ავტომობილი რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, - ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცადებით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან