2017-06-13 18:32:12, 1856 ნახვა
საზოგადოება
დევნილმა ახალგაზრდებმა უმცროს ბორჯღალოსნებს უქომაგეს
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, დევნილ ახალგაზრდებთან ერთად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველო-არგენტინის რაგბის მატჩს დაესწრო.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მე-9 ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინის ნაკრები ანგარიშით 26:25 დაამარცხა.
საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით, დევნილი ახალგაზრდები ჩემპიონატის ნახევარფინალურ თამაშებს უფასოდ დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოების“ ფარგლებში, ახალგაზრდებს სპეციალური საჩუქრები გადასცა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან