01:33 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 15:39:56, 1693 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია: 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულმა 5-მა ოჯახმა გონივრულ კომპენსაციაზე უარი განაცხადა

თბილისის მერი დავით ნარმანიას განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მერიამ გონივრული კომპენსაცია შესთავაზა, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, დაზარალებული ოჯახები შეთავაზებული კომპენსაციის გაზრდას ითხოვენ.

მისივე თქმით, ოჯახები კომპენსაციას სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიიღებენ. 

„ამ ოჯახებს ჩვენ თავის დროზე გავუკეთეთ შეთავაზება. მართალია, მათ არ ჰქონდათ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა ჩვენ გონივრული კომპენსაცია მაინც შევთავაზეთ. ისინი ამას არ დათანხმდნენ, მიმართეს სასამართლოს, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამის მიხედვით მოვიქცევით. ჩვენ მათ საკმაოდ გონივრული შეთავაზებები გავუკეთეთ, ნაწილი ოჯახებისა დაგვთანხმდა - სულ 13 ასეთი ოჯახი იყო. 8 დაგვთანხმდა. 5 ოჯახი, რომელიც არ დაგვთანხმდა, ითხოვს გაცილებით მეტს, ვიდრე ჩვენ შევთავაზეთ. ამიტომ ასაჩივრებს და როგორც კი იქნება საბოლოო ვერდიქტი, იმის მიხედვით მიიღებენ ისინი შესაბამის თანხას“, - განაცხადა მერმა. 

ცნობისვის, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულმა 5 ოჯახმა ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42- მუხლის" წარმომადგენლებთან ერთად დღეს პრესკონფერენცია გამართა.

იურისტების თქმით, ეს ოჯახები სარეკრეაციო ზონაში ცხოვრობდნენ და სწორედ ამ გარემოების გამო ანაზღაურებაზე უარი ეთქვათ. კომპენსაციის შეთავაზებისასას კი მერიამ სულადობა არ გაითვალისწინა, როცა სხვა ოჯახებს თანხა სულადობისა და ფართობის მიხედვით გადაეცათ. ოჯახებმა სარჩელი საქალაქო სასამართლოში მოიგეს, თუმცა მერიამ და ქონების მართვის სააგენტომ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 5 ოჯახს ბინის ქირით ამ დრომდე თბილისის მერია უზრუნველყოფს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics