2017-06-13 13:49:08, 2352 ნახვა
მსოფლიო
ქალაქ რაქას რადიკალი ისლამისტებისგან გათავისუფლების ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს
სირიის ქალაქ რაქას რადიკალი ისლამისტებისგან გათავისუფლების ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ Aljazeera იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, სირიის დემოკრატიულმა ძალებმა და ქურთების სამხედრო შენაერთებმა ჯიჰადისტების თავდაცვითი პოზიციები გაარღვიეს. მათ ასევე ქალაქის ძველი უბნის კედლების გადალახვაც მოახერხეს.
სამხედრო ოპერაციას საჰაერო მხარდაჭერას აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია უწევს.
მედიის ცნობით, სირიის დემოკრატიულმა ძალებმა რაქას აღმოსავლეთით ინდუსტრიული რაიონი დაიკავეს. სირიის ქალაქ რაქაში ამ დროისთვის 3-დან 4 ათასამდე ჯიჰადისტი იმყოფება. ქალაქის გათავისუფლების ოპერაციის დაწყებისას, რადიკალი ისლამისტების ნაწილმა ქალაქ დეირ ეზ-ზორში გადაინაცვლა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან