01:09 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 12:41:14, 2103 ნახვა

სამართალი
შს მინისტრი: 13 ივნისის ტრაგედიას თავისი გმირები ჰყავს, მათ შორისაა, შსს-ს მაშველი ზურაბ მუზაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი 2015  წლის 13 ივნისს მომხდარ ტრაგედიას იხსენებს.

როგორც მღებრიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, 13 ივნისის ტრაგედიას და მასთან, თანამედროვე საქართველოს თავისი გმირები ჰყავს. მათ შორისაა შსს-ს მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 8 ადამიანი გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ბევრი ასეთი უსახელო გმირია, რომლებიც 24 საათის მანძილზე თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავენ და ამას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აკეთებენ.

ეს ის პროფესიაა, რომელსაც გასამრჯელოს გამო არ ირჩევენ. დაეხმარო და დაიცვა ადამიანები, ესაა უფრო მოწოდება და შინაგანი მრწამსი... და ვისურვებდი, რომ ეს ადამიანები სიცოცხლეშივე დავაფასოთ“, - წერს გიორგი მღებრიშვილი.

ზურაბ მუზაშვილი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics