00:57 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 18:05:13, 1747 ნახვა

საზოგადოება
ვიქტორ დოლიძემ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა გახსნა

ნატოსა  და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, 12-16 ივნისს საზაფხულო სკოლა ჩატარდება.

საზაფხულო სკოლაში  უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ.

საზაფხულო სკოლის მიზანია  სტუდენტების ინფორმირება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე საკითხებზე და სტუდენტების ჩართულობის გაზრდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა ოფიციალურად  სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკური  ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და ნატოსა  და  ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გახსნეს.

მინისტრი სტუდენტებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, გამოწვევებისა და მოლოდინების შესახებ ესაუბრა, ხოლო ნინო ბოლქვაძემ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში ყურადღება  ისეთ საკითხებზე გამახვილდება, როგორებიცაა: ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ნატოს ისტორია, ნატო-საქართველოს ურთიერთობები, პერსპექტივები და გამოწვევები, ნატოში გაწევრიანების ახალი შესაძლებლობები, საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ევროკავშირის ისტორია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების განხორციელება, DCFTA და სოფლის მეურნეობის განვითარება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, მითები ევროკავშირთან მიმართებაში და  ანტიდასავლური პროპაგანდის მეთოდები.

საზაფხულო სკოლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით პირველად იმართება და  მომავალშიც  გაგრძელდება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics