01:09 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 16:28:13, 2254 ნახვა

სამართალი
Birja Mafia-ს წევრების საქმის პროკურორი: ბრალდების მხარის მტკიცებულებები ნაწილობრივ ეჭვქვეშ დადგა

ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის თქმით, ბრალდების საქმეში არსებული მტკიცებულებები ნაწილობრივ ეჭვქვეშ დადგა.

როგორც  მან ჟურნალისტებს სააპელაციო სასამართლოში გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განუცხადა, გუშინ საგამოძიებო ორგანომ დაიწყო გამოძიებო ამ ბრალდებულების განცხადების საფუძველზე, პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე.

„ის ინფორმაცია რაც დააფიქსირეს ბრალდებულებმა  სასამართლოში, ასევე, რაც დაფიქსირდა მათი ადვოკატების მიერ, რაც საჯაროდ გავრცელდა, გადავამოწმეთ, შედგა გასაუბრების ოქმები, შევაჯამეთ ინფორმაცია და დავიწყეთ გამოძიება. მტკიცებულებები კონკრეტულად რაც ბრალდების საქმეშია გამოდის, რომ ეჭვქვეშ დადგა ნაწილობრივ იქიდან გამომდინარე, რომ ვიძიებთ საქმეს უფლებამოსილების გადამეტებასა და ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით“,-აღნიშნა პროკურორმა.

შეგახსენებთ, „ბირჟა მაფიას“ წევრი მიხეილ მგალობლიშვილი წინასწარი პატიმრობიდან 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, ხოლო გიორგი ქებურია 20 ათას ლარიანი გირაოს პირობით გათავისუფლდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics