00:57 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 13:57:49, 1786 ნახვა

საზოგადოება
ახალგორში ომის შემდეგ მიტოვებული სახლები შესაძლოა, ჩამორთმევას დაექვემდებაროს

სპეციალური კომისია, ახალგორში იმ კომუნალური სახლების იდენტიფიცირებას მოახდენს, სადაც მფლობელები 5 წელზე მეტია არ ცხოვრობენ და მიტოვებულია. 

აღნიშნული კომისია ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის დავალებით იქმნება.

საუბარია იმ სახლებზე, რომლებიც საბჭოთა პერიოდში, სახელმწიფოს მიერ აშენებულ კორპუსებში განთავსებული. 

„გაუგზავნეთ ასეთი საკუთრების მფლობელებს შეტყობინება. ყველას, არა აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობენ ახლა თბილისში, გორში, ცხინვალში თუ ვლადიკავკაზში. თუ ამ შეტყობინებაზე პასუხი არ მიიღეთ, სასამართლოს გზით მიიღეთ გადაწყვეტილებები. სარჩელს დაწერს ახალგორის ადმინისტრაცია. ეს სახლები უნდა დაუბრუნეს სახელმწიფოს და შემდეგ დაურიგეთ იმ ადამიანებს, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა აქვს. ჩვენ ვერ დაველოდებით აქედან წასულ ადამიანებს წლობით, როდის დაგიბრუნდებიან. მარტივად გადასაწყვეტი საკითხია - საკმაოდ მკაცრი, მაგრამ სამართლიანი", - განმარტა ბიბილოვმა. 

დეფაქტო პრეზიდენტის კიდევ ერთი დავალება მოსახლეობის სავალდებულო ე.წ. პასპორტიზაციას ეხება.

ბიბილოვის თქმით, ადამიანები, რომლებიც რეგიონში მუდმივად ცხოვრობენ, ვალდებულნი არიან ასეთი სახის ე.წ. დოკუმენტი იქონიონ. 

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პასპორტის აღება შეუძლია ყველა იმ მსურველს, ვინც საქართველოს მოქალაქეობაზე უარს განაცხადებს და წერილობით განაცხადს ამის შესახებ რეგიონის ე.წ. „კაგებეში“ წარადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics