|
2017-06-12 13:30:14, 1809 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და ლიტვას შორის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის ოქმი გაფორმდა
ლიტვის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-4 სხდომის ოქმი გაფორმდა. ოქმს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა მოაწერეს. საგარეო უწყების ინფორმაციით, ოქმის მიხედვით, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის ფარგლებში, დელეგაციებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრობლობის საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება პრიორიტეტულ სფეროებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობათა გაღრმავების საკითხებს დაეთმო. მხარეებმა ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის, ასევე ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობის ათვისების აუცილებლობაზე იმსჯელეს. ოქმში აღნიშნულია, რომ მხარეებმა აგრეთვე 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე ისაუბრეს. აღინიშნა სამიტის წარმატების მნიშვნელობა, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და პარტნიორებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. დელეგაციებმა ასევე მოსაზრებები გაცვალეს საქართველოს მოლოდინებზე სამიტთან მიმართებაში. იქვე ნათქვამია, რომ მხარეებმა ხაზი გაუსვეს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას, რაც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი შედეგი და საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების აღიარებაა. დოკუმენტის მიხედვით, დელეგაციებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება ხელს შეუწყობს საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას. საქართველოს მხარემ დაადასტურა, რომ ნატოს წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, რომლის მიღწევასაც საქართველო წლიური ეროვნული პროგრამით განსაზღვრულ სფეროებში რეფორმების განხორციელების გზით გეგმავს. დელეგაციებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია, რომელიც ქვეყანას ნატო-ს წევრობისთვის ამზადებს და რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. დოკუმენტის ნაწილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხება. კერძოდ, ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიტვის მხარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დარღვევების თვალსაზრისით. ლიტვის დელეგაციამ, თავის მხრივ, შეშფოთება გამოხატა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ოკუპაციასთან დაკავშირებით და დაგმო რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია, გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, ხელოვნური ბარიერების აღმართვა და მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესი. ლიტვის მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ურყევია. ოქმის ნაწილი ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკურ პოტენციალს ეთმობა. დოკუმენტის მიხედვით, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ითანამშრომლონ ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის სატრანსპორტო გადაზიდვების გაძლიერების მიმართულებით და „ვიკინგ“ პროექტის ტრასეკასთან დაკავშირების პერსპექტივაზე გაამახვილეს ყურადღება. ოქმის დასასრულს აღნიშნულია, რომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მომდევნო სხდომა ლიტვაში, 2018 წელს გაიმართება.
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)