17:58 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 12:55:29, 2228 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა სსფ-სა და მსოფლიო ბანკის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სომხეთის ქალაქ დილიჟანში გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მასთან ერთად შეხვედრას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, აგრეთვე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი საგანელიძე.

შეხვედრაზე, რომელშიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სირილ მიულერი, ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ჰემსკერკი, აგრეთვე სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი მონაწილეობდნენ, განხილული იყო მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციები და გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დოლარიზაციის მაღალ კოეფიციენტზე, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა არაერთი ქვეყნის მთავრობისა და ცენტრალური ბანკისთვის.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეკრების ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა.  

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics