01:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 12:13:21, 1891 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლოში Birja Mafia-ს წევრების პროცესი ჩაინიშნა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუსიკალურ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრების პროცესი დღეს გაიმართება.  ადვოკატების ინფორმაციით, მიხელ მგალობლიშვილის პროცესი 14:00 საათზე, ხოლო გიორგი ქობურიას პროცესი 15:00 საათზე ჩაინიშნა.

მუსიკალური ჯგუფის "ბირჟა მაფიის" წევრები  შესაძლოა, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლონ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით მათთვის  პატიმრობის შეფარდების თაობაზე, დაცვის მხარემ სწორედ  თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და  პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარე მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას" წევრებისთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების, არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას ეთანხმება.

 „მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას" წევრების გამოკითხვის საფუძველზე ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტებზე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი, ბრალდების მხარე დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას“,-აღნიშნავენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics