00:57 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-11 13:12:06, 1787 ნახვა

საზოგადოება
იუნა შაფათავა: ვერ ვხედავ გმირობის შემადგენლობას და ცოტა შემოილაწუნეთ

მსახიობი იუნა შაფათავა Birja Mafia-ს წევრების დაკავების ფაქტს და გუშინდელ აქციას  ეხმაურება. როგორც შაფათავა სოციალური ქსელის მეშვეობით წერს, „თეთრი ხმაური“ ანტისახელმწიფებრივი ინერესებიდან მოქმედი ირგანიზაციაა  და ქვეყნის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული.შაფათავა განვითარებულ მოვლენებს იაფ პროვოკაციას უწოდებს.

„თეთრი ხმაური ანტისახელმწიფებრივი ინერესებიდან მოქმედი ირგანიზაციაა ქვეყნის დესტაბილიზაციაზე მიმართული. ვერ ვხედავ გმირობის შემადგენლობას და ცოტა შემოილაწუნეთ, თვალი ყური გაახილეთ. ხმაური უნდა გეკუვთვნოდეს, რომ იხმაურო.აქ საქმე ჩადება-არჩადებაში არ არის. ეს ვითომ "კაი ბიჭები" საიდან და რა მიზნით მოქმედებენ, ყველამ იცის. სანამ იხმაურებთ, ხმაური უნდა გეკუთვნოდეს. იაფი და უნიჭო პროვოკაცია გმირობა არ არის. გმირი ბევრი ყავს უცნობი,საქართველოს. ესენი არიან ლაყე პროვოკატორები. ესაა ჩემი პოზიცია. მშვიდობა საქართველოს და საქართველო უპირველეს ყოვლისა“,-წერს იუნა შაფათავა.

შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, Birja Mafia-ს მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა გაიმართა.

აქციაზე სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები ჰქონდათ გამოტანილი, მათ შორის: „ჩვენ მოვიგებთ ომს“, „გაბედე დეკრიმინალიზაცია“, „სამწუთიანი კლიპისთვის 20 წელი“ და სხვა.

ცნობისთვის, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics