00:20 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-11 00:35:53, 1891 ნახვა

საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: ვერეს ხეობაში წყლის დონე დაფიქსირდა 128 სმ, რაც ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს

10 ივნისს, მდინარე ვერეს ხეობაში, სვანიძის ქუჩაზე 40წთ-ში 34-მმ ნალექი მოვიდა. 

21:00 სთ-ზე წყლის დონე დაფიქსირდა 128 სმ, რაც ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„აქვე განვმარტავთ, რომ წყლის დონის საგანგაშო ნიშნული 170სმ-ია. თბილისში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა, რომელმაც საავტომობილო გზის მონაკვეთი, არსებული ინფრასტრუქტურა და გაზსადენი მილი დააზიანა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფმა ოპერატიულად შეაფასა არსებული მდგომარეობა, პრევენციის მიზნით, ადგილზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. 

სპეციალისტების რეკომენდაციით ამჟამად წყნეთი-ახალდაბის მიმართულებით მოძრაობა ორმხრივად აიკრძალა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტების აღნიშნულ ტერიტორიას სწავლობენ და ამის შემდეგ გაატარებენ შესაბამის ღონისძიებებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics