10:29 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 14:46:58, 2085 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, Birja Mafia-ს წევრებს თავდებში ჩაუდგნენ

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ჯგუფ Birja Mafia-ს დაკავებულ წევრებს თავდებში ჩაუდგნენ.

"თეთრი ხმაურის" წევრები აცხადებენ, რომ დაკავებულ გიორგი ქებურიას და მიხეილ მგალობლიშვილს ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს. 

მათივე შეფასებით, მუსიკოსები პოლიტიკური და სიტყვის თავისუფლების პატიმრები არიან, რომლებიც ვიდეოკლიპის გამო ისჯებიან. 

ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი ქებურიას დედა ლელა რეხვიაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს. 

"ამ სიტუაციაში მყოფი ყველა დედა, ალბათ, ჩემსავით გამწარებულია. გიორგიმ სასამართლოზე ვერ თქვა, რა სიტყვებით მიმართეს მას დაკავებისას. ჩვენ არ ვიცოდით დაკავების შემდეგ სად ყავდათ გადაყვანილი. მოაწერინეს ხელი ოქმზე ისე, რომ არც კი უთხრეს, თუ რა ეწერა ამ დოკუმენტში. რა თქმა უნდა, ყველა მიხვდება, რომ ეს დაკავება მათ კლიპს უკავშრდება. ჩემი შვილი ამ კლიპში ერთ-ერთ როლს ასრულებს. იყო შარჟი და გამოხატვის თავისუფლება. ჰიტლერის, პინოჩეტის და იუდას როლის შემსრულებლები როდესმე ჩაიქოლა?! მინდა ხელისუფლებას მივმართო, იმედი გვაქვს, მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას", - აცხადებს ბრალდებულ გიორგი ქებურიას დედა, ლელა რეხვიაშვილი. 

ქებურიას მეგობარი კი, აცხადებს, რომ ამ კლიპის გავრცელების შემდეგ ქებურიას სთხოვა მიშა მგალობლიშვილმა დაებლარა ეს პოლიციელი, რადგან ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ქართული რეპ-ჯგუფის Birja Mafia-ს წევრები დააკავეს. დაკავების მიზეზად უწყებაში ჯგუფის წევრებისგან ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს ამოღებას ასახელებენ. ჯგუფ Birja Mafia-ს წევრს მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics