00:20 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 14:40:09, 1680 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში კახა კახიშვილი შეხვედრებს სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესის წარმომადგენლებთან გამართავს, სადაც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებსა და სამინისტროს პრიორიტეტებს განიხილავენ.

საქართველოს დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს ვოლშს, საკანონმდებლო საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის თანაშემწე რაიან მაკკორმაქს, სენატორ ჯონსონის თანაშემწე კეროლ ფოსტერს და პოლიტიკურ საკითხებში მთავარ მრჩეველ ლიდია უესტლეიქსს, ასევე, ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჯონ ლითჩერს შეხვდება.

დაგეგმილია დოჯისა და კოლუმბიის სასჯელაღსრულების დაწესებულებების, ჯონ ბურკის სასჯელაღსრულების ცენტრის, სრულწლოვან მამაკაც მსჯავრდებულთათვის განკუთვნილ და თავისუფლებისთვის მოსამზადებელ დაწესებულებებში სტუმრობა. აგრეთვე, გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა, რომელსაც  დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა ბიუროს, იუსტიციის დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები დაესწრებიან.

ვიზიტის ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დელეგაციასთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც დაესწრება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics