00:20 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 00:06:35, 1702 ნახვა

საზოგადოება
ვაკეში თვითმკვლელობის მცდელობა აღკვეთეს

მაშველებმა ვაკეში, კომპანია „აქსისის“ მშენებარე კორპუსზე თოკით ჩამოკიდებული მამაკაცი ჩამოხსნეს. 

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.    

შემთხვევასთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიამ „აქსისი“ განცხადება გაავრცელა.

„ინციდენტი მოხდა დღეს საღამოს „აქსისის“ ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე. გარეშე პირი, რომელიც ცდილობდა დაცულ ტერიტორიაზე შესვლას, მას შემდეგ, რაც ფიზიკურად დაუპირისპირდა დაცვის წარმომადგენელს, დაუსხლტა მას და მაღალსართულიანი მშენებლობის ზედა ნაწილისკენ გაიქცა.

თვითმხილველთა თქმით, გარეშე პირი იმყოფებოდა ძლიერი თრობის ქვეშ.

ტერიტორიის დაცვის სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა მოქალაქის მაღალი სართულის მოაჯირიდან დაშორიშორება და  ჩამოყვანა.

საპატრულო პოლიციის მიერ იგი გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში.

მიმდინარეობს ინციდენტის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კომპანია „აქსისი“ თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია, კერძოდ, რომ „აქსისის“ მშენებარე ობიექტიდან კომპანიის მუშა ცდილობდა გადმოხტომას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი არასდროს ყოფილა „აქსისის“ არც პირდაპირ დაქირავებული სპეციალისტი და არც ქვეკონტრაქტორი კომპანიების თანამშრომელი.

„აქსისი“ სინანულს გამოთქვამს არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო და იმედს იტოვებს, რომ წინამდებარე განცხადების გავრცელებისთანავე, მედია მკითხველს, მსმენელს თუ მაყურებელს რეალურ ინფორმაციას მიაწვდის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics