23:43 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 17:05:51, 1685 ნახვა

საზოგადოება
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასო სერვისები მოქმედებს

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა აქტიურ ფაზაშია.  რეფორმით გამარტივებულმა სარეგისტრაციო პროცედურებმა და უფასო სერვისებმა მოქალაქეთა მომართვიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საფასურის გარეშე ხორციელდება შემდეგი სერვისები: სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთ­რე­ბის უფლების პირველადი რეგისტრაცია.

საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება (რაც გულისხმობს ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების რეგისტრაციას უფასოდ)

ამასთანავე, სახელმწიფო აფინანსებს  რეგისტრაციისთვის საჭირო საკადასტრო აზომვით ნახაზებსაც.  აღსანიშნავია, რომ აზომვითი ნახაზების სახელმწიფოს მიერ დაფინანსების პროექტი,  ნაცვლად 2017 წლის 1 ივნისისა,  მიმდინარე წლის  31 დეკემბრამდე გრძელდება.

დაირეგისტრირე მიწა მარტივად და გახდი მესაკუთრე!

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics