23:43 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 13:39:42, 1750 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკო მოძრავ ამბულატორიაში C ჰეპატიტის სკრინინგის მიმდინარეობას დაესწრო

„განიკურნე!“ - ამ სახელწოდების კამპანია ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში წამოიწყო და მიზნად ვირუსის მატარებელთა გამოვლენას ისახავს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, საფრანგეთი-საქართველოს მატჩის დაწყებამდე, მოძრავ ამბულატორიაში C ჰეპატიტის სკრინინგის მიმდინარეობას დაესწრო.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებს გაესაუბრა და მოქალაქეთა მიმართვიანობის შესახებ ინფორმაცია პირადად მათგან მიიღო. 

„იმ უპრეცედენტო პროექტში, რაც საქართველოში ხორციელდება პირველი ეტაპი უკვე გავლილია. 40.000-მდე ადამიანი, ვინც იცოდა, რომ დაავადება სჭირდა, უკვე ჩაერთო მკურნალობაში. ახლა არის საჭიროება, რომ აქტიურად გამოვავლინოთ ის ადამიანები, ვისაც აქვს C ჰეპატიტი, მაგრამ არ იციან ამის შესახებ. სწორედ ამიტომ იწყება ახალი ტალღა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

მოძრავ ამბულატორიაში სკრინინგი სარაგბო სტადიონზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწრაფი მარტივი ტესტის გაკეთება ყველა მსურველს შეეძლო. სკრინინგში 70-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო.

ამ დრომდე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 41 000-მდე ბენეფიციარია რეგისტრირებული, მკურნალობაში 40 000-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, 30 000-ზე მეტმა კი, კურსი უკვე დაასრულა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics