|
2017-06-08 22:51:58, 1194 ნახვა
სპეციალური ანონსი
9 ივნისის ანონსი
08:30 საათზე, გლდანში, I მიკრო რაიონში, 39-ე საჯარო სკოლის ეზოში ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად უსაფრთხო მოძრაობის პერფომანსს ჩაატარებს. საკონტაქტო : თეონა ოთანაძე 577951115 09.45 საათზე, სასტუმრო „ბეტსი"-ში (თბილისი, მაყაშვილის 32/34) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია აკრედიტაციის საერთაშორისოდღისადმი მიძღვნილ კონფერენციას გახსნის. 09:45 საათზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორი დოლიძე საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული „პარტნიორობა მობილობისთვის“ ინიციატივის ფარგლებში „ადგილობრივი თანამშრომლობის პლატფორმის“ შეხვედრას მისასალმებელი სიტყვით გახსნის. 10:00 საათზე, პროექტის ფარგლებში შექმნილ ნამუშევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გაეცნობა. 11.00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია თბილისში ახალი სასტუმროს The Grove Design Hotel-ის გახსნის ღონისძიებას დაესწრება. სასტუმრო თამარ მეფის ხიდთან მდებარეობს. 11:00 სთ-ზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საგამოფენო ცენტრის ,,ექსპოჯორჯია" მე-11 პავილიონში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას WinExpo Georgia 2017-ს გახსნის. 12:00 საათზე, "პირველ პრესკლუბში" სპორტის ყოფილი მინისტრი თამაზ თევზაძე პრესკონფერენციას გამართავს.თემა: სპორტის შესახებ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნესცენტრი "დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 01 82 49 12:30 საათზე, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, პარლამენტიდან დეპუტატი შემოივლის მთაწმინდას და კონკრეტულად იმ პრობლემურ ადგილებს, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია! ლაივ ჩართვების ნახვა შეგეძლებთ დეპუტატის ოფიციალურ გვერდზე! პირველი განცხადება გაგეკეთებდა პარლამენტის წინ 12:30 წუთზე! 14:00 საათზე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეროვნული არქივის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს მიულოცავს და სპეციალურ ჯილდოებს გადასცემს. 14:00 საათზე სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება. 19:00 საათზე, თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში (მარჯანიშვილის ქ. #7) გაიმართება თინათინ კობახიძის პერსონალური გამოფენა - "360 გრადუსი".
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)