23:05 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 17:36:05, 1697 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ვაზის ჯიშების სელექციური სამუშაოები დაიწყო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონასტრაციო ბაზას სამუშაო ვიზიტით ვაზის სელექციონერი, ვალენტინ ბლატნერი ეწვია. 

შვეიცარიელი სელექციონერი ქართველ მეცნიერებთან ერთად, საქართველოში ახალი სელექციური პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომლის ფარგლებშიც სოკოვანი დაავადებების მიმართ რეზისტენტული ჯიშების და ტრადიციული ქართული ჯიშების ჰიბრიდიზაცია მოხდება. 

სოლარისისა და ბრონერის ჯიშებით სხვადასხვა კომბინაციის გამოყენებით ქისის, მესხური ხარისთვალას, ქიშურისა და რქაწითელის ხელოვნური დამტვერვა, უკვე მოხდა. ვალენტინ ბლატნერის განცხადებით, პროგრამის მთავარი მიზანი, დაავადებებისადმი გამძლე ჯიშის გამოვლენაა, რომელსაც წელიწადში შეწამვლა მხოლოდ  2-3-ჯერ  დასჭირდება. 

ვალენტინ ბლატნერის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართული  და ევროპული ვაზის ჯიშების შედარებაა. როგორც შვეიცარიელი  სელექციონერი აღნიშნავს, შესაძლოა ევროპული ვაზის ფესვები სწორედ კავკასიის რეგიონიდან  მოდიოდეს. 

აღსანიშნავია, რომ ვალენტინ ბლატნერს სელექციური მუშაობის წარმატებული პრაქტიკა აქვს.  მის მიერ გამოყვანილი სოკოვანი დაავადებების მიმართ მდგრადი ვაზის ჯიშები - კაბერნე ბლანი, პინოტინი, კაბერნე ჟურა, ბირსტალური მუსკატი ინდუსტრიული წარმოებისათვის მრავალ ევროპულ ქვეყანაშია ნებადართული. 

ბლატნერის მიერ დაფუძნებული ეკოლოგიისა და მევენახეობის ინსტიტუტი ევროპის არაერთ ცნობილ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან თანამშრომლობს, მათ შორის შვეიცარიის  ყველაზე მნიშვნელოვან  შენგინს-ვედენსვილის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან.  ვალენტინ ბლატნერის გამოყვანილი ჯიშები  გაილვაილერჰოფის ინსტიტუტის Vitis international catalogue-შია შეტანილი.

მსგავსი სელექციური სამუშაოები საქართველოში ბოლო 30 წელი არ ჩატარებულა, სელექციური სამუშაოები  მევენახეობაში გარემოსთან და მავნებელ დაავადებებთან რეზისტენტული ჯიშების მისაღებად აუცილებელია. აღნიშნული ტიპის სამუშაოები მალე მეხილეობაში, სხვადასხვა ხეხილოვან კულტურაზეც დაიწყება. 

სელექციურ სამუშაოებში ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ჩართული არიან აგარარული, ტექნიკური და კავკასიის საერთაშორისო უნივესიტეტების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics