23:05 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 15:09:54, 1358 ნახვა

საზოგადოება
ქართულ ცხვარში უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვრის შერევა, მკაცრად გაკონტროლდება

მკაცრი რეგულაციები ამოქმედდება, რათა ქართულ ცხვარში უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვრის  შერევა არ მოხდეს.

აღნიშნულს „სურსათ/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მედიას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააცნო.

მისივე თქმით, ამ ნაბიჯით, გამოირიცხება შემთხვევები, როდესაც ქართულის სახელით უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვარი ქართულს შეერევა და გავა საქართველოდან ექსპორტზე:

„დღეს მთავრობის სხდომაზე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გავიტანეთ. „სურსათ/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შევიტანეთ. კერძოდ, საკითხი უკავშირდება კარანტინის წესების გამკაცრებას. სამწუხაროდ, არსებობდა პრაქტიკა, როდესაც ხდებოდა საქართველოში უცხო ქვეყნიდან, ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან ცხვრის შემოყვანა, იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ქართულ ცხვარში შერევა ხდებოდა, რა თქმა უნდა, ეს ვეტერინარული თვალსაზრისით რისკებს ატარებს. ქართულ ცხვარში უცხო ცხვრის შერევა, კარანტინის წესების დარღვევა საკმაოდ მკაცრად დაისჯება. შესაბამისად, ფაქტობრივად, გამოირიცხება შემთხვევები, როდესაც ქართულის სახელით უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვარი ქართულს შეერევა და გავა საქართველოდან ექსპორტზე  იმიტომ, რომ საქართველოს განსაკუთრებით მაღალი, კეთილსაიმედოობა აქვს ვეტერინარული თვალსაზრისით, ქართულ ცხვარს ასევე აქვს ხარისხობრივი საკმაოდ კარგი თვისებები. ჩვენ ჩვენი ინდუსტრიის დაცვა უნდა მოვახდინოთ მაქსიმალურად მეცხვარეთა, ფერმერთა ინტერესები დავიცვათ და შესაბამისად, იმ ბაზრებზე წვდომა, რომელიც ბოლო წლებში გაუჩნდათ ჩვენი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, რა თქმა უნდა იყოს მყარი და მდგრადი, შესაბამისად, ეს ცვლილებები ამას უზრუნველყოფს და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მეცხვარეობის სექტორის განვითარებისთვის ზოგადად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics