22:19 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 14:21:29, 2089 ნახვა

სამართალი
საქართველოს საგარეო უწყება ნიუ-იორკში ქართველების დაკავებასთან დაკავშირებით დეტალებს არკვევს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ნიუ იორკში ქართველების დაკავებასთან დაკავშირებით, რაიმე ახალი ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გენერალურ საკონსულოს აქვს მითითება, პროცესში ჩაერთოს და დეტალები გაარკვიოს:

“ეს ძალიან ახალი ინფორმაციაა, ჩვენც  ცოტა ხნის წინ მივიღეთ ეს ინფორმაცია. გენერალურ საკონსულოს აქვს მითითება, რომ ჩაერთოს ამ პროცესში.  ვარკვევთ დეტალებს. იქ ახლა ღამეა, როგორც კი გათენდება, გენერალური საკონსულო აუცილებლად შესაბამის სტრუქტურებთან ჩაერთვება  ამ პროცესში და დამატებითი დეტალების  მიღებისთანავე გაცნობეთ ინფორმაციას“,-აღნიშნა ზალკალიანმა.

ნიუ იორკის სამხრეთით რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი დააკავეს, მათ შორის რამდენიმე ე.წ. კანონიერი ქურდია, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულთაგან 15 ქართველია.

რუსულ-ქართული სინდიკატის წევრებს ბრალად ფულის უკანონოდ გამოძალვა, ნარკოტიკებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობა, მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება ედებათ.

არსებული ინფორმაციით, შტატის პროკურატურამ კრიმინალური დაჯგუფების 27 წევრს ბრალი უკვე წაუყენა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მათ ბრალად რეკეტი და ფულის უკანონოდ გამოძალვა ედებათ, რასაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ძანაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

ნიუ იორკის პოლიციის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერმა ქურდების დაჯგუფება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ნიუ იორკიდან ლას ვეგასამდე მოქმედებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics