22:29 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 19:16:39, 1909 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეთა დაკავებების რიცხვი გაიზარდა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეთა დაკავებების რიცხვი გაიზარდა.

შესაბამისი განცხადება მისიამ ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რიგით 78-ე შეხვედრის მთავარი თემები უსაფრთხოების სიტუაცია, ცხელი ხაზის მუშაობა და დაკავებების საქმეები იყო.

 „მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ დაკავებების რიცხვი წინა შეხვედრის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა გასული თვის მონაცემებთან შედარებით“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, დაკავების ფაქტების შემცირება მხოლოდ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ჩანს.

სადამკვირვებლო მისიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გიუნაშვილის საქმე განიხილეს, ე.წ. ბორდერიზაციის გავლენა გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, სადაც ელჩი იანკაუსკასი ხაზს უსვამს ჰუმანიტარული მიდგომების მნიშვნელობას.

ცნობისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა ერგნეთში 11 ივლისს გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ მხოლოდ მიმდინარე თვეში საოკუპაციო ხაზთან 5 ადამიანი გაიტაცეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics