07:31 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 14:36:09, 2266 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
კობახიძე: თუ „ენმ“ უდუმაშვილს დამოუკიდებელ კანდიდატად დააყენებს, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი „ბრენდის“ თავად ეშიანიათ

ისეთი კანდიდატის პირობებში, როგორიც კახი კალაძეა, პარტიის პროგრამა მინიმუმი, როგორიც არის პირველ ტურში გამარჯვება, აუცილებლად შესრულდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, თბილისის მერის თანამებობაზე ოპოზიციის არც ერთ კანდიდატს შანსი არ აქვს.

„რაც შეეხება გეგმებს, ჩვენ დავასახელებთ კანდიდატს, მას შემდეგ რაც პოლიტსაბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. თუ კანდიდატი კახა კალაძე იქნება, ჩვენ პროგრამა მინიმუმი, პირველ ტურში გამარჯვება, უპირობოთ იქნება შესრულებელი ყოველგვარი სირთულეების გარეშე. არა მხოლოდ უდუმაშვილს, არამედ ოპოზიციის არცერთ კანდიდატს არა აქვს შანსები იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატის კონკურენტი იყოს. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ზაალ უდუმაშვილს  დამოუკიდებელ კანდიდატად დააყენებს, ეს ნიშნავს, რომ  თავად ეშიანია საკუთარი ბრენდის", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე. 

შეგახსენებთ, რომ კიევიდან დაბრუნებულმა ტელეწამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა დაადასტურა, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" თბილისის მერობის კანდიდატურაზე შეთავაზება მიიღო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics