|
2017-06-07 12:51:07, 1018 ნახვა
სხვადასხვა
საყდრისის დაცვის კომიტეტი რუსულ კომპანია „არემჯის“ ვანდალურ ქმედებებში ამხელს (NS)
საყდრისის დაცვის კომიტეტში მიაჩნიათ, რომ რუსული კომპანია "არემჯი გოლდი" კვლავ აგრძელებს ვანდალურ ქმედებას ფიტარეთის მე-13 საუკუნის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ -"ბნელი ხევის" ტერიტორიაზე. ამის შესახებ საყდრისის კომიტეტი განცხადებას ავრცელებს. საყდრისის კომიტეტში აცხადებენ, რომ მოსამზადებელი სამუშაოები არქეოლოგიური შესწავლის გარეშე მიმდინარეობს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის "ბნელი ხევის" კულტურულ მემკვიდრეობას, მათ შორის, ფიტარეთის მონასტერს და ხულუტიც ციხეს. "ამასთან, იგეგმება ტერიტორიაზე არსებული ტყის საფარის 70%-ის გაჩეხვას, რაც ბოლნისის რაიონის მსგავსად ახლა უკვე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შექმნის ეკოკატასტროფის რისკებს. ამ პროცესების მიღმა კი იკვეთება, "არემჯი გოლდის" მესაკუთრის დიმიტრი ტროიცკის შესაძლო კორუფციული გარიგებები ამჯერად საკანონმდებლო ორგანოში.სწორედ სავარაუდო კორუფციული სქემების შესახებ ისაუბრებენ საყდრისის კომიტეტის წევრები მედიასთან. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე საყდრისის კომიტეტი მოუწოდებს კულტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს ერთი კვირის განმავლობაში დროულად გარკვნენ ვიტარებაში და საზოგადოებას დამაჯერებელი ინფორმაცია მიაწოდონ. წინაარმდეგ შემთხვევაში საყდრისის დაცვის კომიტეტი მზად არის თავად დაიწყოს ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის და არქეოლოგიური ობიექტების მონიტორინგი",- ნათქვამია განცხადებაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)