21:53 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 14:10:15, 2052 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და დიპლომატიური ურთიერთობების იუბილე სპეციალური ღონისძიებებით აღინიშნება

​ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე მასშტაბურად აღინიშნება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 6 ივნისიდან ერთი კვირის განმავლობაში ვაშინგტონში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებშიც მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს.

"6 ივნისს საქართველოს საელჩო უმასპინძლებს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და ამერიკის მთავრობისა და კონგრესის წარმომადგენლები. ღონისძიებას დაესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო და ანალიტიკური ორგანიზაციების წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, თავდაცვის, ბიზნესისა და მედიის სფეროში საელჩოს პარტნიორები.
 
8 ივნისს გაიხსნება  აშშ-საქართველოს ურთიერთობების 25 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, კონგრესმენი ტედ პო (რ-ტეხასი), აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ანდრეა თომპსონი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკსი და სხვები.
 
საზეიმო კვირეულის ფარგლებში საქართველოს საელჩო, ამერიკული ორგანიზაცია Embassy Experiences / Things to Do in DC პარტნიორობით ასევე უმასპინძლებს ქართული მოდის საღამოს, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ქართველი თანამედროვე დიზაინერების სამოსი და აქსესუარები.

10 ივნისს სმითსონიანის მუზეუმში გაიმართება კონფერენცია ღვინის ცივილიზაციის საწყისებზე: „Exploring the Origins of Wine Civilization“ , რომელიც საქართველოს საელჩოს მიღებითა და ქართული ღვინის პრეზენტაციით გაიხსნება.

კვირის განმავლობაში გამართულ ღონისძიებებს სპეციალურად ქართული დიასპორისათვის დაგეგმილი ღონისძიება დაასრულებს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს საელჩო დიასპორის წარმომადგენლებს ოჯახებთან ერთად სადღესასწაულო მიღებაზე უმასპინძლებს", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics