21:53 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 13:16:36, 1666 ნახვა

საზოგადოება
სამგორში წყალარინების ახალი სისტემა მოეწყობა

თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელ გიორგი ბაგრატიონთან ერთად, კაიროს დასახლებაში მიმდინარე წყალარინების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

სამუშაოებს თბილისის მერიის  კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებს. დაგეგმილია  9 კილომეტრზე, ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, რომლითაც  600-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.  საპროექტო ქსელზე რკინა-ბეტონის 308  ჭა გაკეთდება.

„აღნიშნულ დასახლებას არასდროს   ჰქონია მოწესრიგებული საკანალიზაციო ქსელი.  ათეულობით წლების განმავლობაში აწუხებდათ ეს პრობლემა.  ჩვენ მათ დავპირდით ამის მოგვარებას და დავიწყეთ რეალურად პროექტის განხორციელება.  ბიუჯეტიდან საკმაოდ მოცულობითი რესურსი იხარჯება იმისათვის, რომ აღნიშნულ უბანს ეს  პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაუწყდეს და შესაბამისად, მოსახლეობა იცხოვრებს უფრო მოწესრიგებულ და კომფორტულ გარემოში“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ

მერიის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 3 333 333 ლარია გამოყოფილი. წყალარინების მოწყობის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამგორის რაიონის მასშტაბურ განახლებას თბილისის მერიას კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გადასცა.

წყალარინების მოწყობის პროექტს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია შპს „ენსისი“ ახორციელებს. 

 პროექტი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ნოემბერში დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics