07:30 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 13:12:22, 2213 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
კონგოში ტყვედ აყვანილი მფრინავის ძმა: გავრცელებული ვიდეო ორი თვის წინ მაქვს ნანახი (ვიდეო)

კონგოში ამბოხებულების ტყვეობაში მყოფი ქართველი მფრინავის ძმის გიორგი ოსურაულის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც მფრინავი ოჯახის წევრებს მიმართავს, მან ორი თვის წინ ნახა.

როგორც ოსურაულმა აღნიშნა, ჩანაწერი ახალი არ არის და ვერ დაასტურებს, რომ მისი ძმა ცოცხალია. ამასთან გიორგი ოსორაულის თქმით, ამ ეტაპისტვის არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება არსებობს, რომ მფრინავი დაღუპულია.

ცნობისთვის, 24 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიფინგი გამართა, სადაც მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ განაცხადა, რომ ქართველი მფრინავი შესაძლოა, გარდაცვლილი იყოს.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს კონგოში ადგილობრივმა მეამბოხეებმა ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ტყვედ აიყვანეს. მათ სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს, ერთ-ერთს სწორედ ოსურაული მართავდა. სოსო ოსურაული თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და მუშაობა კონგოში, კერძო საავიაციო კომპანიაში დაიწყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics