07:32 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 12:40:55, 2118 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ჟურნალისტები იან კელის შეხვდნენ - აშშ-ს საელჩო და სახელმწიფო დეპარტამენტი აფგან მუხთარლის საქმეს ყურადღებით აკვირდებიან

ჟურნალისტების განცხადებით, რომლებიც ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერტებული შტატების ელჩს იან კელის შეხვდნენ, საელჩო და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან.

როგორც ჟურნალისტები შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებენ, აშშ-ის ელჩისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრები ყველა ქვეყნის მოქალაქის უფლება. 

ჟურნალისტების თქმით, ელჩი ინფორმირებულია, რომ მედია საშუალებების წარმომადგენლები ხელისუფლების წევრებთან შეხვედრას უკვე რამდენიმე დღეა ითხოვენ. 

ცნობისთვის, ჟურნალისტებმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე აქცია გამართეს. მათ სიმბოლურად თავზე პოლიეთილენის პარკები ჩამოიცვეს. ისინი აზერბაიჯანელი კოლეგის გათავისუფლებას და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics