21:52 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 12:24:41, 1571 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენმა, ოჯახში ძალადობის შესახებ, პროკურატურას მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა ოჯახში ძალადობის ორ საქმეზე გამოძიების დაწყების წინადადებით საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა. 

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ერთ-ერთი საქმე შეეხება ხანდაზმული ე.ქ.-ს მიმართ შვილის მხრიდან განხორციელებულ სისტემატურ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ძალადობას და სიცოცხლის ხელყოფის მუქარას. 

"ე.ქ.-მ 2010 წლიდან 18-ჯერ მიმართა პოლიციას ოჯახში ძალადობისგან დასაცავად, შეტყობინებებში ძირითადად ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ იყო მითითებული. 

მიუხედავად იმისა, რომ ე.ქ., რამდენიმე წელია პოლიციას დასახმარებლად მიმართავს, მას არ ეძლევა მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა და მორიგი ძალადობის მოლოდინშია. 

სამართალდამცავი უწყების მიერ ე.ქ.-ს თითოეული მიმართვა განხილულია, როგორც ცალკე აღებული შემთხვევა და ძალადობის სისტემატური ხასიათი გათვალისწინებული არ არის. 

ასევე, არ მომხდარა მსჯელობა აღნიშნული ქმედებების ერთობლიობით სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შესახებ.

მეორე საქმე შეეხება ნ.ქ.-ს და მისი შვილების მისამართით ქმრის მხრიდან განხორციელებულ ოჯახში ძალადობას და მუქარას. 

ნ.ქ.-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მის შვილებს სისტემატიური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შედეგად ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. 

მიუხედავად იმისა, რომ ნ.ქ. პოლიციის განყოფილებაში მისი და მისი შვილების მიმართ განხორციელებულ ოჯახში ძალადობის საკმაოდ მძიმე ფორმებზე საუბრობდა, საქმეზე მხოლოდ შემაკავებელი ორდერი იქნა გამოცემული. 

ნ.ქ. შვილებთან ერთად რამდენიმე თვით განთავსდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. შესაბამისად, დედისა და შვილების უსაფრთხოება დროებით უზრუნველყოფილია, თუმცა თავშესაფრის დატოვების შემდეგ, შესაძლებელია, ისინი კვლავ განმეორებითი ძალადობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც  სავარაუდო მოძალადის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics