21:12 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 11:49:06, 2109 ნახვა

საზოგადოება
ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში - „გაათავისუფლეთ აფგანი! არ შეგრჩებათ“

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა ჟურნალისტების პროტესტის გამო ვერ იწყება. 

ქართველი ჟურნალისტები აზერბაიჯანელ კოლეგას მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ და კომიტეტის დარბაზში მათ საპროტესტო აქცია გამართეს. 

მედია საშუალებებეის წარმომადგენლებმა თავზე სიმბოლურად პოლიეთილენის პარკები ჩამოიცვეს და ხელში ბანერები დაიკავეს, წარწერით: "გაათავისუფლეთ აფგანი!"

მათ მხარდაჭერა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სერგო რატიანმა გამოუცხადა. კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ კი აღნიშნა, რომ ფაქტთან დაკავშირებიტ გამოძიება მიმდინარეობს და საკითხს „შოუს ელემენტები უნდა მოცილდეს“.

ჟურნალისტები პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. 

პარალელურად, მედიის წარმომადგენლები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე საქართველოში აშშ-ის ელჩს იან კელის ხვდებიან. 

როგორც ჟურნალისტები აცხადებენ,  შეხვედრის მიზანია აშშ-ის ელჩმა იცოდეს, რომ მოთხოვნის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების წევრები ჟურნალისტებს არ ხდებიან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics