21:12 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 21:12:35, 1652 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია მიხეილ მესხის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია მიხეილ მესხის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დემიკო ლოლაძის მიერ გამოცემული წიგნის წარდგენას დაესწრო.

წიგნში გადმოცემულია ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, სპორტის დამსახურებული ოსტატისა და ევროპის თასის მფლობელის, მიხეილ მესხის ცხოვრება და ბიოგრაფია, ასევე დემიკო ლოლაძის მიერ სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ფოტომასალა. 

წიგნის წარდგენისას სპორტსმენებმა და ცნობილმა ადამიანებმა ლეგენდარული ფეხბურთელი გაიხსენეს. 

წიგნის წარდგენა თბილისის საკრებულოში გაიმართა და მას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები, სპორტსმენები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქართველი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი მიხეილ მიხეილ მესხი 1937 წლის 12 იანვარს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის №35 საფეხბურთო სკოლა. თბილისის „დინამოს“ რიგებში პირველი შეხვედრა 17 წლის ასაკში ჩაატარა და ამ კლუბის ღირსებას 15 წელი იცავდა.

356 ჩატარებული მატჩიდან 76-ჯერ აიღო მეტოქის კარი. თამაშობდა, როგორც თავდამსხმელის, ასევე ნახევარმცველის პოზიციაზე, იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. არის 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1960 წლის ევროპის ერთა თასის გათამაშების მონაწილე. 1998 წელს მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის „საოცნებო გუნდის“ წევრად დაასახელეს. ლეგენდარული ფეხბურთელი 1991 წლის 22 აპრილს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics