08:48 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 10:23:09, 2585 ნახვა

მსოფლიო
მონტენეგრო ნატო-ს 29-ე წევრი დღეს ოფიციალურად გახდება

მონტენეგრო დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგით 29-ე წევრი გახდება.

გაწევრიანების ცერემონია ვაშინგტონში გაიმართება. 2 დღეში 29-ე წევრის დროშა, ნატო-ს შტაბ-ბინის თავზე, აღიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს მონტენეგროსა და ნატო-ს შორის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო, ხოლო 2016 წელს შესაბამისი პროტოკოლის ხელმოწერით დასრულდა.

მიმდინარე წლის 25 მაისს, ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტზე მონტენეგრომ მონაწილეობა პირველად მიიღო. სამიტს პრემიერ-მინისტრი დუშკო მარკოვიჩი დაესწრო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics