21:12 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-04 17:19:07, 1956 ნახვა

საზოგადოება
შოთა რეხვიაშვილმა დევნილი ბავშვები „მთაწმინდის პარკში“ გაასეირნა

4 ივნისს აგრესიის მსხვერპლი უდანაშაულო ბავშვების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა დევნილი ბავშვები „მთაწმინდის პარკში“ გაასეირნა.

დევნილმა ბავშვებმა ფერადი ცარცით, მშვიდობის თემაზე, სხვადასხვა ნახატები შეასრულეს და „მთაწმინდის პარკში“ არსებული ატრაქციონებით უფასოდ ისარგებლეს.

1982 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 4 ივნისი აგრესიის მსხვერპლი ბავშვების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

4 ივნისის აღნიშვნა მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იმ ემოციური თუ ფიზიკური ძალადობის შესახებ, რომლებსაც უდანაშაულო ბავშვები განიცდიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ეს დღე ადასტურებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვალდებულებას, დაიცვას ბავშვები და მათი უფლებები.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics