20:32 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-04 10:18:43, 1850 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს მოსწავლეები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის - „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოებს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.

"პროექტის ფარგლებში, მოზარდებმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველო, აჭარის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო და სამეგრელო-ზემო სვანეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო დაათვალიერეს.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა დღის განრიგი გააცნეს, მათი საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს. მოზარდებისთვის სამმართველოების ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენა მოეწყო. სკოლის მოსწავლეები ასევე გაეცნენ წვევამდელთა თეორიულ და სამწყობრო მეცადინეობას. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბავშვების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს",-აცხადებენ შსს-ში.

პროექტის მიზანია, მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics