20:32 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-03 20:27:56, 2122 ნახვა

საზოგადოება
გორში 10 წლის მოზარდი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა

გორში, ჭალის დასახლებაში 10 წლის მოზარდს ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. 

ადგილობრივების ცნობით, შემთხვევა მოზარდის საჭიდაო დარბაზიდან სახლში დაბრუნებისას მოხდა. 

თვითმხილველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა გორის სამხედრო ჰოსპტალში მიყვანისას, პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics