08:33 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-03 14:28:32, 2411 ნახვა

მსოფლიო
გაერო-მ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გამოცდის საპასუხოდ, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დოკუმენტის ე.წ. შავ სიაში 4 იურიდიული და 14 ფიზიკური პირი შევიდა.

როგორც დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, ისინი ჩრდილოეთ კორეის ქმედებების თანამონაწილეები არიან. სანქციები მათი სხვა ქვეყნებში შესვლის აკრძალვას და საზღვარგარეთ ფინანსური ანგარიშების დაყადაღებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, ავტორები მოუწოდებენ ჩრდილოეთ კორეას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ბირთვული და სარაკეტო ტესტის ჩატარება.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების ინიციატივით აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ნიკი ჰეილი გამოვიდა. მისი განმარტებით, ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს არღვევს, ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესება აუცილებელი იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics