20:32 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-03 13:11:56, 1806 ნახვა

საზოგადოება
ჰოლანდიის უნივერსიტეტის HAS და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი იწყება

ჰოლანდიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის HAS (University of Applied Sciences) წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

ჰოლანდიის უნივერსიტეტი HAS, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად  საბაკალავრო სასწავლო პროგრამის - საერთაშორისო ფერმერული მენეჯმენტი - განხორციელებას იწყებს. პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს,  სტუდენტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზებზე გაივლიან.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს, რადგანაც ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების მომზადება მნიშვნელოვანია დარგის გრძელვადიანი განვითარებისთვის. ამასთან, პროგრამა ფერმერებისთვის  ექსტენციის კომპონენტსაც ითვალისწინებს. ფერმერები მიიღებენ კონსულტაციებს  და  შეძლებენ  სწორად განავითარონ საკუთარი ფერმერული მეურნეობა. მისი თქმით, აუცილებელია ფერმერმა იცოდეს საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები, საჭიროებები და   საკუთარი მეურნეობის სწორი დაგეგმარება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჰოლანდიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე  ვაზის იშვიათი ჯიშების კოლექცია დაათვალიერეს და ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებს გაეცნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics