20:32 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-03 10:21:29, 1848 ნახვა

საზოგადოება
საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებული რუსთავის #4 სკოლა გახდა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი რესპუბლიკის" გამარჯვებულები სასტუმრო ჰუალინგში გამართულ ინტერექტულურ თამაშზე გამოვლინდნენ.

პირველი საპრიზო ადგილი რუსთავის #4 სკოლამ, მეორე ადგილი თბილისის #166 სკოლამ, მესამე კი - რუსთავის #5 სკოლამ დაიკავა.

 გამარჯვებულებს მედლები და ფასიანი საჩუქრები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ გადასცა. სოფელ შინდისის სკოლა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა, თათია ხოჭოლავამ, ხოლო 203-ე სკოლა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა დაასაჩუქრა.

პროექტში თბილისის, რუსთავის, მცხეთის, დუშეთის, კასპისა და გორის რაიონების 70-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლა იყო ჩართული, ფინალში კი 63 სკოლის გუნდი  მონაწილეობდა.

6 მოსწავლისაგან შემდგარი გუნდები ინტელექტუალურ თამაშში შეეჯიბრნენ. დასმული იყო სხვადასხვა სირთულის 30 კითხვა. გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი, საისტორიო არქივის დირექტორი ანტონ ვაჭარაძე და ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე. ინტელექტუალურ თამაშს გიორგი მოსიძე უძღვებოდა.

საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics