|
2017-06-02 15:26:01, 709 ნახვა
რეგიონი
აჭარას "ჰუალინგ ჯგუფის" პრეზიდენტი ეწვია
ბათუმს მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები ეწვივნენ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ჰუალინგ ჯგუფის" პრეზიდენტ მი ენ ჰუასთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გამართა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას „ჰუალინგ ჯგუფის"გენერალური დირექტორი ვა შენგ ხინი და 30 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდნენ. რამაზ ბოლქვაძემ ინვესტორებს აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე და საპრივატიზაციო ობიექტებზე ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე საუბარი კურორტ „გოდერძიზე" საინვესტიციო პროექტების განხორციელებას შეეხო. აჭარის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია ინვესტორებს, სპეციალური პრეზენტაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა მიაწოდა. „აჭარას მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „ჰუალინგ ჯგუფი" ეწვია. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ჰუალინგ ჯგუფის პრეზიდენტთან და კომპანიის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი აჭარის საინვესტიციო პოტენციალს შეეხო. კომპანიის წარმომადგენლებს რეგიონის საპრივატიზაციო ობიექტები გავაცანით. საქართველოში კომპანიის საინვესტიციო კაპიტალი 500 მლნ აშშ. დოლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში - 3,000-ს აღემატება. ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელსაც საქართველოში 8 პროექტი უკვე განხორციელებული აქვს, ამჯერად უკვე აჭარაში ინვესტირებით დაინტერესდა.დღეს „ჰუალინგ ჯგუფ"-მა სხვადასხვა მიმართულებით ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რაც გვაძლევს დიდ მოლოდინს, რომ რეგიონში დამატებით ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება დაიწყება"- განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ. დღესვე, ჩინელი ინვესტორები ბათუმში არსებულ საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთებს გაეცნენ. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ბათუმს დღეს დატოვებენ. კერძო კორპორაცია „ჰუალინგ ჯგუფი" 1988 წელს ჩინეთში დაარსდა. კორპორაციის ძირითადად საქმიანობა მოიცავს: სავაჭრო ცენტრებისა და საბითუმო მარკეტების მშენებლობას, გაქირავებას და მართვას, საგარეო ვაჭრობას, სასტუმროების ქსელის მშენებლობა-მართვას, დეველოპერული პროექტების განხორციელებას, ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკული და მეცხოველეობის პროექტების განვითარებას და ქველმოქმედებას. კომპანია საქართველოში უკვე 8 მსხვილ პროექტს ახორციელებს. კომპანიის საინვესტიციო კაპიტალი საქართველოში 500 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა, ჯამში 3,000-ს აღემატება. (NS)
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)