19:49 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 18:37:49, 2055 ნახვა

საზოგადოება
ქართველ სუმოისტს თეიმურაზ ჯუღელს ტურიზმის საპატიო ელჩის წოდება მიენიჭა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქ. ტოკიოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე ტურიზმის საპატიო ელჩის წოდებით დააჯილდოვა ცნობილი ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ).

სამინისტროს ინფორმაციით, მას ეს ჯილდო იაპონიაში საქართველოს, მისი კულტურის, ტრადიციების და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ სპორტსმენს იაპონიაში წარმატებული საქმიანობისა და ამ გზით საკუთარი სამშობლოს პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.

თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუს) სპეციალური სიგელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადაეცა, რომელსაც ესწრებოდნენ სპეციალურად მოწვეული სტუმრებია იაპონიის სამთავრობო და პოლიტიკური წრეებიდან, ასევე მედიის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics